სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლო

ახალი

ავტორი: მამა ალექსანდრე მენი

სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლო

მამა ალექსანდრ მენი (1935-1990) რელიგიური ფილოსოფიური ანთროპოლოგიის და ღვთისმეტყველების თვალსაჩინო წარმომადგენელია. საერთოდ, მისი შემოქმედება გამოირჩევა მრავალმხრიობით, სიღრმითა და სინათლით. ეროვნებით ებრაელმა უნივერსალმა მოაზროვნემ ღრმად გაითავისა ქრისტიანული სარწმუნოება და ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდში მრავალი მაღალღირებული ნაწარმოები შექმნა, სადაც ნათლად ჩანს მართლმადიდებელი ქრისტიანი მამების და დიდი რუსული რელიგიური ფილოსოფიის (ვლ. სოლოვიოვიდან რომ იღებს სათავეს) გავლენა; ამასთან ერთად ყურადღებას მიაპყრობს დასავლური ქრისტიანობის (კათოლიციზმი, პროტესტანტობა), აღმოსავლური რელიგიების (ბუდიზმი, ბრაჰმანიზმი, კრიშნაიზმი, კონფუციანელობა) და თანამედროვე ფილოსოფიური მიმდინარეობების თუ პოზიტიური მეცნიერებების მინაღწევარს. ცალკე უნდა აღინიშნოს ბიბლიური ევოლუციონიზმის თეორიის ფუძემდებელ ტეიარ დე შარდენთან ალ. მენის ინტელექტუალური სიახლოვე და ურთიერთობა. 

 

მთარგმნელი: კახაბერ ქეცბაია

 

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!